ინტერვიუ ნინო პოლტარაცკაიასთან
ექვთიმე?! ძნელად თუ მოიძებნება მისნაირი პიროვნება, ალბათ. არა, არა, სულაც არ ვამბობ ამას იმიტომ, რომ ის ჩემი ქმარია, პირიქით! მე შევეცდები გავაკრიტიკო კიდეც ის, თუ რამით შემეძლება... მოდი სულ თავიდან დავიწყებ. ვეცდები მოკლედ მოვყვე: ექვთიმემ და მე ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ის ძალიან მოწესრიგებული და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. მე კიდევ ძალიან მორიდებული. ვაღიარებ, ბევრს ვშრომობდი და არ მეკარგებოდა ეს შრომა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არავინ მეკარებოდა, ან რა ვიცი, შეიძლება მე არ ვიკარებდი მათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე სრული სიცხადით შევიგრძენი ექვთიმეს პირველივე გაცნობისთანავე, რომ ჩვენ შორის, ჩვენ ორს შორის, რაღაც უხილავი, თუმცა საკმაოდ მყარი და ძლიერი ძაფები გაიბა. თითქოს ეს უხილავი ქსელი არც მე და არც ექვთიმეს არ გვაძლევდა სხვაგან გახედვის საშუალებას. და თუ ეს მაინც მოხდებოდა, თუ სადმე ჩაწყდებოდა ქსელი, მაშინვე ახალი იბმებოდა და ერთმანეთთან უფრო და უფრო გვაახლოებდა. ალბათ, ეს ექვთიმემაც შეამჩნია. არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ თურმე არსებობს ასეთი სიყვარული, როდესაც დიდი ხნის ძებნის შემდეგ შენს მეორე ნახევარს იპოვნი... ჯანდაბა, რითი დავიწყე და სად გადავერთე!.. ეჰ, რთულია, როდესაც წარსულს კიდევ ერთხელ გადახედავ და აღმოაჩენ, რომ ძალიან გენატრება ის დრო......
მოკლედ, მე და ექვთიმემ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა და შემდეგ მან მე ხელი მთხოვა. თავიდან ცოტა გავაწვალე და შემდეგ კი დავთანხმდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ძალიან კარგი ცოლ-ქმრობა გვქონდა. ის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი იყო. სულ იმას მიმეორებდა, რომ თავის განძეულში ერთადერთი და ყველაზე კარგი, განუმეორებლი მე ვყავდი...მალე ისე მოხდა, რომ საქართველოს რელიქვიათა პარიზში გადმოტანა ექვთიმეს დაევალა და მეც თან წამიყვანა. აქ ძალიან ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ, როგორც ხედავთ, ნახევრად ვშიმშილობთ კიდეც, მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის სიყვარული თუ გვაძლებინებს!...
არ ვიცი, როგორ აღვწერო, თუ რა თავგამოდებით იცავდა და იცავს ექვთიმე საქართველოს განძეულს. ამდენ ხანს ერთი რამ მაინც რომ გაეყიდა, ალბათ ოდნავ მაინც ამოვიდოდით ამ გაჭირვებიდან, ამ შავი ტლაპოდან, რომელიც ასე ძლიერ გვითრევს დღითიდღე და მალე, ალბათ, სულ ჩაგვითრევს და თან ჩაგვიყოლებს. მიუხედავად ასეთი ყოფისა, ექვთიმეს არ სურს ოდნავადაც კი შეეხოს საქართველოს საუნჯეს. მეც არაფერს ვეუბნები ან კი რა უნდა ვუთხრა. ექვთიმემ რთული და ხიფათიანი ცხოვრების გზა აირჩია, მე კი მისი მეგზური ვარ, მისი დასაყრდენი ამ ცხოვრებაში. ექვთიმემ მისი ცხოვრების საუკეთესო წლები დაკარგა და გალია ამ საქმეში. თუ შეიძლება ამას დაკარგვა ვუწოდოთ?!. მაგრამ იმედია სწორად გამიგებთ, მე მისი ცოლი ვარ, ყურადღება ნამდვილად არ მაკლია მისგან, თუმცა მოგეხსენებათ, ადამიანი ეგოისტია! ხანდახან მგონია, ის განძეულობა ჩემზე მეტად უყვარს ასე რომ უფრთხილდება. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი და ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ! მაგრამ, არა! ეს ექვთიმეს არ სურს, პირიქით, მას დიდ სიამოვნებას ჰგვრის ის ფაქტი, რომ მან უნდა იზრუნოს და დაიცვას საქართელოს ავლადიდება. სიგიჟემდე შეყვარებულს საქართველოს თითოეულ კუთხე-კუნჭულზე, დაუფიქრებლად შეუძლია გასწიროს თავი სამშობლოსთვის. შვილი არ გვღირსებია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ექვთიმეს იმ შვილივით უყვარს საქართველო, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, ალბათ და მე კი ეს წადილი ვერ შევუსრულე...
ახლა კი, როგორც ხედავთ, ავად ვარ. სიკვდილს თვალებში ვუყურებ, მაგრამ არ მეშინია, რადგან ვიცი თუ როგორ ადამიანს ვუტოვებ ამ სამყაროს ჩემი ქმრის, ექვთიმეს, სახით...
კარგად ბრძანდებოდეთ, შვილო, დამაწყნარებელი მაქვს დალეული და ალბათ, მალე ჩამეძინება კიდეც...
ავტორი: მედეა სვანიძე