Thursday, February 28, 2013

ცაიშის ღვთისმშობლის ტაძარი












ხობის მონასტერი


































მარტვილის ტაძარი. ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდი








ქორწინება, ოჯახი პოლტარაცკებისა



ე. თაყაიშვილმა   1895 წელს შეირთო   თბილისში  ივანე  პოლტარაცკის ასული ნინო.პოლტარაცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარაცკი გამოზავნეს პეტერბურგში, ამიტომ   მისი ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკაბრისტულ მოძრაობაში, რის გამოც გრაფის ოჯახი კავკასიაში გადმოასახლეს, კერძოდ, ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად შეირთო  ზედგენიძის ასული, რომლისგანაც ორი ვაჟიშვილი შეეძინა. ორივე შვილი მიბარებული ჰყავდათ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც  საფუძველი ჩაეყარა ივანე პოლტარაცკის  და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას.
გააგრძელეთ კითხვა>
პოლონელი   გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი  თარგმანები  ქართულიდან რუსულ ენაზე, კერძოდ,  შოთა რუსთაველის  „ ვეფვისტყაოსანი“ ,  ილია ჭავჭავაძის „ გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი“.  ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ წერა-კითხვის გამავრცელებელ  საზოგადოებას, ილია ჭავჭავაძემ  თავისი  პოემა „ აჩრდილი" ნიშნად პატივისცემისა  უძღვნა სწორედ ივანეს. დიდი  ქართველი გახლდათ ივანეს მეჯვარე, მისი ვაჟიშვილი ილია [ილიკო დარქვეს] , რაც შეხება ივანეს ძმას სიმონს , იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში. სწორედ რუსეთში მისი მოღვაწეობის დროს საქართველოს სათვისტომო, რომელშიც გაერთიანებული  იყვნენ – ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა.  ივანე პოლტარაცკი მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობა კვირაში ერთხელ გრაფთან სადილზე იკრიბებოდნენ, სადაც მთავარი და ძირითადი  თემა საქართველო იყო. სიმონს  ხშირად უთქვამს, ჩემს ქართველობაზე ჩემი სახელი მეტყველებსო. „ივანე პოლტარაცკიმ  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ   იქორწინა ნადეჟდა    გაბაშვილზე.  მათი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი იყო.    ნადიას მზითვებში ერგო ოქროყანის მამულები. გაბაშვილის ოჯახი ზემელზე ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში, სადაც მეცნიერთა აკადემია მდებარეობს. ოქროყანაში  მათ ორი სახლი ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე ორსართულიანი სახლი იდგა, რომელიც თავად გადასცეს მოსახლეობას სკოლის გასახსნელად.  ოქროყანის ნაწილი  დღევანდელი ფუნიკულიორის ნაწილი   1890 წელს ბელგიელებმა  იჯარით აიღეს პოლონელი გრაფის ოჯახისგან.  ილია  ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტარაცკიმ თანხა გამოაგზავნა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში, მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან, ილია ჭავჭავაძესგან.  გარდაიცვალა საართველოში, მემკვიდრე არ დარჩენია. ივანე პოლტარაცკი განათლებით იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების მომრიგებელ  მოსამართლედ მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისში ნორტარიუსის თანამდებობა ეკავა. ივანე 1892    წელს გარდაიცვალა . იმ დროს ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა. დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე . მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს ექვთიმესთვის, ილიას თვალებიდან ცრემლი სდიოდაო.
ივანეს და ნადია გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ-ნინო, ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტის. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსევატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე პროფესიით იურისტი იყო.
პეტერბურგიდან დაბრუნებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგციის წარმომადგენლობა იკრიბებოდა ოქროყანაში , პოლტარაცკებთან. მაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარაცკი.მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღვრიშვილი, ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ
ნინო პოლტარაცსკის საშას მეუღლე გახლდათ.
ი. პოლტარაცსკი მეორე ქალიშვილის, ანას, მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი. ნიჟარაძეს განათლებაში, დაჰყავდა ეთნოგრაფიულ   ექსპედიციებზე, სწორედ ექვთიმეს დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დაახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა თაყაიშვილი. ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ი. ჯავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესწრებოდნენ ოლღა და ილია ჭავჭავაძე. ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს საათი ბუდით და წარწერით. ეს საათი ოჯახში ინახებოდა 1966 წლამდე, შემდეგ კი გაუყიდიათ, რათა ლიდიას დაკრძალვა მოეხერხებინათ.
ივანეს და ანას ორი შვილი ალექსანდრე და ნინო შეეძინათ. ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა, მთელი პოლტარაცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა.
1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალაშენებულ კერძო სახლში ოლღას ქუჩაზე დასახლდნენ. მათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადავიდა. ექვთიმეს 7 ოთახი ეკავა მესამე სართულზე.
ნინო პოლტარაცკაია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. პარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.
ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს დიდი წვეულება იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ დღეს ყველაზე კარგ ხასიათზე იყო. ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე (დისშვილი) იხსენებს:  :"1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა,  მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივეს წესრიგი და სისუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე, რომ 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.”
ნინოს გარდაცვალება იყო ექვთიმესთვის ნამდვილი ტრაგედია. ნინო გარდაიცვალა 1931 წლის 8 ივლისს,  ლევილში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ. ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა  და გარდაცვალების თარიღს უსახსრობის  პირობებშიც აღნიშნავდა.
ექ. თაყაიშვილი 1945 წელს პარიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა, დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშტის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან: "82 წლის მოხუცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშუალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. ოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული".
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ  ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს,  დღის 2 საათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შესდგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშტი დაიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.

ექვთიმეზე წერენ

ინტერვიუ ნინო პოლტარაცკაიასთან
ექვთიმე?! ძნელად თუ მოიძებნება მისნაირი პიროვნება, ალბათ. არა, არა, სულაც არ ვამბობ ამას იმიტომ, რომ ის ჩემი ქმარია, პირიქით! მე შევეცდები გავაკრიტიკო კიდეც ის, თუ რამით შემეძლება... მოდი სულ თავიდან დავიწყებ. ვეცდები მოკლედ მოვყვე: ექვთიმემ და მე ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ის ძალიან მოწესრიგებული და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. მე კიდევ ძალიან მორიდებული. ვაღიარებ, ბევრს ვშრომობდი და არ მეკარგებოდა ეს შრომა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არავინ მეკარებოდა, ან რა ვიცი, შეიძლება მე არ ვიკარებდი მათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე სრული სიცხადით შევიგრძენი ექვთიმეს პირველივე გაცნობისთანავე, რომ ჩვენ შორის, ჩვენ ორს შორის, რაღაც უხილავი, თუმცა საკმაოდ მყარი და ძლიერი ძაფები გაიბა. თითქოს ეს უხილავი ქსელი არც მე და არც ექვთიმეს არ გვაძლევდა სხვაგან გახედვის საშუალებას. და თუ ეს მაინც მოხდებოდა, თუ სადმე ჩაწყდებოდა ქსელი, მაშინვე ახალი იბმებოდა და ერთმანეთთან უფრო და უფრო გვაახლოებდა. ალბათ, ეს ექვთიმემაც შეამჩნია. არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ თურმე არსებობს ასეთი სიყვარული, როდესაც დიდი ხნის ძებნის შემდეგ შენს მეორე ნახევარს იპოვნი... ჯანდაბა, რითი დავიწყე და სად გადავერთე!.. ეჰ, რთულია, როდესაც წარსულს კიდევ ერთხელ გადახედავ და აღმოაჩენ, რომ ძალიან გენატრება ის დრო......
მოკლედ, მე და ექვთიმემ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა და შემდეგ მან მე ხელი მთხოვა. თავიდან ცოტა გავაწვალე და შემდეგ კი დავთანხმდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ძალიან კარგი ცოლ-ქმრობა გვქონდა. ის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი იყო. სულ იმას მიმეორებდა, რომ თავის განძეულში ერთადერთი და ყველაზე კარგი, განუმეორებლი მე ვყავდი...მალე ისე მოხდა, რომ საქართველოს რელიქვიათა პარიზში გადმოტანა ექვთიმეს დაევალა და მეც თან წამიყვანა. აქ ძალიან ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ, როგორც ხედავთ, ნახევრად ვშიმშილობთ კიდეც, მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის სიყვარული თუ გვაძლებინებს!...
არ ვიცი, როგორ აღვწერო, თუ რა თავგამოდებით იცავდა და იცავს ექვთიმე საქართველოს განძეულს. ამდენ ხანს ერთი რამ მაინც რომ გაეყიდა, ალბათ ოდნავ მაინც ამოვიდოდით ამ გაჭირვებიდან, ამ შავი ტლაპოდან, რომელიც ასე ძლიერ გვითრევს დღითიდღე და მალე, ალბათ, სულ ჩაგვითრევს და თან ჩაგვიყოლებს. მიუხედავად ასეთი ყოფისა, ექვთიმეს არ სურს ოდნავადაც კი შეეხოს საქართველოს საუნჯეს. მეც არაფერს ვეუბნები ან კი რა უნდა ვუთხრა. ექვთიმემ რთული და ხიფათიანი ცხოვრების გზა აირჩია, მე კი მისი მეგზური ვარ, მისი დასაყრდენი ამ ცხოვრებაში. ექვთიმემ მისი ცხოვრების საუკეთესო წლები დაკარგა და გალია ამ საქმეში. თუ შეიძლება ამას დაკარგვა ვუწოდოთ?!. მაგრამ იმედია სწორად გამიგებთ, მე მისი ცოლი ვარ, ყურადღება ნამდვილად არ მაკლია მისგან, თუმცა მოგეხსენებათ, ადამიანი ეგოისტია! ხანდახან მგონია, ის განძეულობა ჩემზე მეტად უყვარს ასე რომ უფრთხილდება. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი და ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ! მაგრამ, არა! ეს ექვთიმეს არ სურს, პირიქით, მას დიდ სიამოვნებას ჰგვრის ის ფაქტი, რომ მან უნდა იზრუნოს და დაიცვას საქართელოს ავლადიდება. სიგიჟემდე შეყვარებულს საქართველოს თითოეულ კუთხე-კუნჭულზე, დაუფიქრებლად შეუძლია გასწიროს თავი სამშობლოსთვის. შვილი არ გვღირსებია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ექვთიმეს იმ შვილივით უყვარს საქართველო, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, ალბათ და მე კი ეს წადილი ვერ შევუსრულე...
ახლა კი, როგორც ხედავთ, ავად ვარ. სიკვდილს თვალებში ვუყურებ, მაგრამ არ მეშინია, რადგან ვიცი თუ როგორ ადამიანს ვუტოვებ ამ სამყაროს ჩემი ქმრის, ექვთიმეს, სახით...
კარგად ბრძანდებოდეთ, შვილო, დამაწყნარებელი მაქვს დალეული და ალბათ, მალე ჩამეძინება კიდეც...

ავტორი: მედეა სვანიძე